logo
ENG



საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება - პეტიცია 

28 თებ 202222:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/7vm37o1c3bppgjk.jpg

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციას უკვე 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. 

"დღეს უკრაინა და მთელი ევროპა გამაოგნებელი ნებესაფრთხის წინაშე დგას, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიით და პუტინის მცდელობით შეცვალოს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. ჩვენ, ქართველი ხალხი, სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის გმირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ჩვენ გვიხარია, რომ მთელი მსოფლიო სოლიდარულია პრეზიდენტ ზელენსკის და მის ხალხს. უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი მომავლისთვის, არამედ ევროპელების მომავლისთვის, საქართველოსა და მოლდოვას მომავლისთვის და ყველა ინდივიდისთვის, ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, ვისაც სურს იცხოვროს მშვიდობაში, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში.

ჩვენ, ქართველი ხალხი, იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც უკრაინა. რუსეთმაც დაიკავა ჩვენი მიწა, აწარმოა ომი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ცდილობდა შეცვალოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალისმიერი და ჰიბრიდული ომის გზით. ჩვენ პირველად დავდექით ამ სასიკვდილო გამოწვევის წინაშე 2008 წელს, თუმცა უზარმაზარი ადამიანური ხარჯებით და რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციამ.

ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას დამოუკიდებლობისა და ევროპული სწრაფვისათვის ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, როგორც ერთი მთლიანი განუყოფელი რეგიონი, რომელიც ერთი პრობლემის წინაშე დგანან, კერძოდ კი, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დადებითად გამოეხმაურება უკრაინის გაწევრიანებას და, ამავე თვალსაზრისით, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას კარს გაუღებს", - წერია პეტიციის ტექსტში. 


close დახურვა